აშშ-ს ფინანსთა მინისტრი - ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, სკოტ ბესენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა.

კონგრესში გამართული მოსმენის დროს, სადაც ბესენტი საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე საუბრობდა, მას დაუსვეს შეკითხვა, თვლის თუ არა ის ვლადიმერ პუტინს ომის დამნაშავედ, მან უპასუხა: „დიახ“.

ამასთან, კითხვაზე, გამართავდა თუ არა მოლაპარაკებას ომის დამნაშავესთან, სკოტ ბესენტმა უპასუხა :

„ვფიქრობ, დიპლომატიის ბუნებაა, რომ ორივე მხარესთან უნდა აწარმოო მოლაპარაკება. ვფიქრობ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონელებთან მოლაპარაკებები აუცილებელი იყო.“

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!