ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ ზღვის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ ზღვის მიმართულებით მცირე რადიუსის რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, - ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეის შტაბების უფროსების გაერთიანებულ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენმა სამხედროებმა გააძლიერეს დაკვირვება შესაძლო დამატებითი გაშვების გამო და ინარჩუნებენ სრულ მზადყოფნას, ამავდროულად მჭიდროდ უზიარებენ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობების შესახებ შეერთებულ შტატებსა და იაპონიას“, - ნათქვამია სამხრეთ კორეის შტაბების უფროსების გაერთიანებულ კომიტეტის განცხადებაში.

ჩრდილოეთ კორეამ ბოლოს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა 10 მარტს გაუშვა, როდესაც სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი საგაზაფხულო სამხედრო წვრთნები დაიწყეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს