სპეციალური საგამოძიებო სამსახური სკოლებში ცნობიერების ამაღლების კამპანიას აგრძელებს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების დასაცავად, ონლაინ სივრცეში არსებულ საფრთხეებზე და პედოფილიის შემთხვევებზე სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ასამაღლებლად, სკოლებში საინფორმაციო შეხვედრების მეორე ეტაპი დაიწყო. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, ონლაინ სივრცეში გავრცელებულ დანაშაულებთან დაკავშირებით პრევენციული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, მშობლებთან და მანდატურის თანამშრომლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს დედაქალაქსა და რეგიონებში აქტიურად ატარებენ.

„ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით, თბილისის, მცხეთის, ბორჯომის, რუსთავის, გურჯაანის, გორის, ბათუმისა და ზუგდიდის საჯარო სკოლებში ჩატარდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით, საინფორმაციო კამპანიის პირველი ეტაპის ფარგლებში, საერთო ჯამში შეხვედრები 123 სკოლაში 2500-მდე მოსწავლესთან გამართა.

შეხვედრების მიზანს მოსწავლეებთან, პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტების აღმოფხვრა, დანაშაულისგან დაცვა და მათი გაფრთხილება წარმოადგენს. შეხვედრების ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა პირადი ცხოვრების ხელყოფის არსი, ონლაინ სივრცეში გავრცელებული დანაშაულები და მათგან მომდინარე საფრთხეები, დანაშაულზე რეაგირებისა და დაცვის მექანიზმები.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახური საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ყველა რეგიონის სკოლის მოსწავლეებთან გამართავს. საზოგადოებას მოვუწოდებთ, არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მომართონ უწყებას.

შეტყობინების გასაკეთებლად ან დახმარების მისაღებად, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე - 199, ან წარმოადგინეთ განცხადება ან პირადად მოდით ჩვენს ოფისებში - თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ან მოგვწერეთ სოციალურ ქსელში ან ელექტრონულ ფოსტაზე. თქვენი კონფიდენციალურობა დაცულია!

ონლაინ სივრცეში არსებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://sis.gov.ge/Sextortion”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია