პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს - ევროპის დღის აღსანიშნავად, ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად „ექსპო ჯორჯიაში“ გეპატიჟებით

ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს და მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ევროპის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

„ყოველწლიურად, 9 მაისს, ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ. 75 წლის შემდეგ, ევროპის დღე, 1950 წელს რობერ შუმანის დეკლარაციით დაწყებული ევროპული პროექტის შესანიშნავი წარმატების დასტურია. ევროკავშირმა ამჟამინდელ 27 წევრ სახელმწიფოს მშვიდობა, დემოკრატია და კეთილდღეობა მოუტანა. ევროპის დღეს, ჩვენს საერთო ისტორიაზე ვფიქრობთ და მოუთმენლად ველით მომავალს, რომლის შექმნაც საქართველოსთან ერთად გვსურს. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს და მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებას. ევროპის დღის აღსანიშნავად ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად „ექსპო ჯორჯიაში“ გეპატიჟებით“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს