პროკრედიტის რეგიონალური ბიზნეს შეხვედრები იწყება

პროკრედიტ ბანკის ინიციატივით რეგიონალური ბიზნეს შეხვედრების სერია იწყება. პროექტის მიზანი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, არსებული გამოწვევებისა და ზრდის შესაძლებლობების განხილვაა. პირველი ღონისძიება Forbes Georgia-სთან, VISA-სა და Start-up ბიუროსთან კოლაბორაციით, 15 მაისს, ბათუმში, Rooms Hotel -ში გაიმართება და შემდეგ, ინიციატივა საქართველოს სხვა რეგიონებსაც ეტაპობრივად მოიცავს.

ბათუმის კონფერენციის თემაა ტურიზმი და ჰოსფითალითი მენეჯმენტი, რომელსაც 200-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრება ჰორეკა სექტორიდან და მათ საშუალება ექნებათ მოისმინონ წარმატებული გამოცდილებები სექტორის ლიდერებისგან, გაეცნონ ტურიზმის ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებსა და ტრენდებს, დაამყარონ ღირებული საქმიანი კავშირები და აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები ბიზნესის განვითარებისთვის.

ღონისძიების ფორმატი მოიცავს დარგის ექსპერტების გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს, ტურიზმის სექტორის არსებულ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებზე. სპიკერებს შორის იქნება გიორგი ბაქრაძე, პროკრედიტ ბანკის დირექტორთა საბჭოს მრჩეველი ეკონომიკური საკითხების და თანამშრომლების განვითარების მიმართულებით, რომელიც ისაუბრებს ტურიზმის განვითარების ტენდენციებსა და საფინანსო სექტორის მნიშვნელობაზე. ღონისძიება პროფესიული დიალოგისა და ცოდნის გაზიარების პლატფორმას შექმნის, რაც ხელს შეუწყობს ჰოსფითალითი სექტორში მიმდინარე პროცესების უკეთ გაგებას და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს. ღონისძიებაზე დასასწრებად, საჭიროა რეგისტრაცია ბმულზე ლოკაცია: Rooms Hotel Batumi თარიღი: 15 მაისი, 2025 პროკრედიტი საქართველოში 25 წელზე მეტია ოპერირებს და ბანკის ძირითადი მიმართულება მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობაა, დაფინანსების სპეციალური პროგრამების შეთავაზებითა და პროფესიონალური ბიზნეს კონსულტაციის გაწევით. Fitch Ratings-ის მიერ ბანკს მინიჭებული აქვს საუკეთესო და ყველაზე მაღალი შესაძლო საკრედიტო რეიტინგი საქართველოში “BB+”.

პროკრედიტ ბანკი საქართველო, საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელსაც სათავეში უდგას გერმანული პროკრედიტ ჰოლდინგი - 100%-იანი წილის მფლობელი.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო