დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსის მონაწილეებისთვის ენერგეტიკის ეკონომიკისა და მართვის შესახებ ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე სასწავლო კურსის „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“ მონაწილეებისთვის ლექცია წაიკითხა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს. მათი ცნობით, „სემეკის“ თავმჯდომარის სალექციო თემა - ენერგეტიკის ეკონომიკასა და მართვის პრინციპებს შეეხებოდა, რომლის მოდულიც სპეციალურად კურსის მონაწილეებისთვის შეიქმნა.

„დავით ნარმანიამ ლექციის ფარგლებში ენერგეტიკის სექტორზე ისაუბრა როგორც ეკონომიკისათვის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებაზე, მიმოიხილა ენერგეტიკული ბიზნესის სუბიექტები, ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმირების პროცესზე, სახელმწიფოს როლზე ენერგეტიკაში, ბაზრებზე კონკურენციის განვითარების მნიშვნელობაზე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე, ენერგეტიკული ბიზნესის მართვასა და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე.

„სემეკთან“ არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“ სასწავლო კურსი მიმდინარეობს. სასწავლო კურსი განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის სექტორში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომელთა პროფესიული ინტერესები მოიცავს ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების საკანონმდებლო/სამართლებრივ, ეკონომიკურ და ტექნიკურ ასპექტებს. კურსი მიზნად ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმების სხვადასხვა თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში ცოდნის გაღრმავებას ისახავს. კურსის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი ღონისძიებები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია