სემეკმა „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის საირიგაციო წყლის მიწოდებაზე“ ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში ცვლილებები შეიტანა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის საირიგაციო წყლის მიწოდებაზე გრძელვადიანი ხელშეკრულების“ სტანდარტულ ფორმაში ცვლილებები შეიტანა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცვლილებების შესაბამისად, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების დაფუძნებისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით, ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმაში გათვალისწინებული იქნა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის მიწოდებული წყლის მოცულობის აღრიცხვის და საბითუმო მიწოდების საფასურის განსაზღვრის გარდამავალი პირობები.

„კერძოდ, 2026 წლის 1 იანვრამდე შპს „საქართველოს მელიორაციას“ მიეცა უფლებამოსილება, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის განსაზღვროს სხვადასხვა სახის საბითუმო მიწოდების საფასური, საირიგაციო მიწის ფართობის (ჰა), მოხმარებული წყლის მოცულობის (მ3), სეზონურობის ან/და სხვა სახით.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ყველა მიწოდების წერტილზე, ვერ მოხდება მრიცხველების მოწყობა წესების გათვალისწინებულ ერთი თვის ვადაში ტექნიკური შეუძლებლობის გამო, ამ შემთხვევაში ხელშეკრულების სტანდარტული ფორმა ითვალისწინებს მხარეების შესაძლებლობას შეთანხმდნენ მაგისტრალური არხის მონაკვეთზე დასაშვებ ტექნიკურ დანაკარგზე და მოხმარებული წყლის მოცულობის კონტროლის დროებით წესზე. ამ შემთხვევაში, მიწოდების წერტილებზე მრიცხველები უნდა მოეწყოს 2026 წლის საირიგაციო პერიოდში წყლის მიწოდების დაწყებამდე. მანამდე მიმწოდებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის მოცულობის კონტროლი განხორციელდება მაგისტრალურ არხში გატარებული წყლის მოცულობის აღრიცხვით.

სემეკი მიმართავს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებს გაითვალისწინონ, რომ შპს „მელიორაციის კომპანიის“ მიერ განაცხადზე რეაგირების გარეშე დატოვების ან/და მომსახურე კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ მიმართონ სემეკს უშუალოდ ან იუსტიციის სახლის ნებისმიერი ფილიალის მეშვეობით”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება