ირაკლი ლექვინაძე ICN და CMA მიწვევით ედინბურგში კონკურენციის საერთაშორისო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე, საერთაშორისო კონკურენციის ქსელის (ICN) და გაერთიანებული სამეფოს კონკურენციისა და ბაზრების უწყების (CMA) სპეციალური მიწვევით, ედინბურგში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 6-9 მაისს, შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, საერთაშორისო კონკურენციის ქსელის (ICN) და გაერთიანებული სამეფოს კონკურენციისა და ბაზრების უწყების(CMA) ორგანიზებით, ICN-ის 24-ე კონფერენცია იმართება.

ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებას 500-მდე მოწვეული სტუმარი ესწრება. მათ შორის, ICN-ის წევრები, სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

„კონფერენციის ფარგლებში, გაიმართება World Bank Group-ის და კონკურენციის საერთაშორისო ქსელის ICN-ის მიერ კონკურენციის ადვოკატირების მიმართულებით საუკეთესო „ქეისების” და გადაწყვეტილებების დაჯილდოების ცერემონია, სადაც საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) რამდენიმე ნომინაციაზეა წარდგენილი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ICN-ი 160-მდე ქვეყნის კონკურენციის უწყებას აერთიანებს. ყოველწლიური კონფერენცია არის უნიკალური შესაძლებლობა - ქვეყნებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების და კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, სადაც მონაწილეები, გაფართოებული დიალოგის ფორმატში, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებისთვის საჭირო სამომავლო ღონისძიებებზე, შედეგებზე, მიღწევებზე და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ. ღონისძიებაზე დაგეგმილია GCCA-ის თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის და დელეგაციის წევრების - თავმჯდომარის მოადგილის, ლევან კალანდაძის და სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ქედელიძის სხვადასხვა პანელებში და დისკუსიებში მონაწილეობა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, დაგეგმილია მემორანდუმის გაფორმება - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და მონტენეგროს კონკურენციის დაცვის სააგენტოს შორის”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო