აქციების დროს დაკავებული 11 პირის საქმეში დაზარალებული პოლიციელი - აქციის მონაწილეებისგან მოხდა ჩემი დაზიანება, კონკრეტული პიროვნება არ დამინახავს - ქვა მომხვდა თვალის არეში, დღეს თითქმის ვერ ვხედავ ამ თვალიდან

აქციის მონაწილეების მხრიდან დაიწყო საგნების სროლა, გვესროდნენ სხვადასხვა ნივთს, ბოთლებს, ქვებს, ქვა მომხვდა თვალის არეში, მარჯვენა თვალში მივიღე დაზიანება, დღეს თითქმის, ვერ ვხედავ ამ თვალიდან,- ამის შესახებ დეტექტივმა გიორგი ზაბახიძემ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ის საქმეში დაზარალებულის სტატუსითაა.

როგორც ზაბახიძემ განმარტა, ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ნივთით თვალზე დაზიანება მიიღო. როგორც მან აღნიშნა, კონკრეტული პირი, თუ ვინ ესროლა მას ნივთი, არ დაუნახავს.

„28 ნოემბერს, რუსთაველისა და ჭიჭინაძის კვეთაზე ვიმყოფებოდი. დაახლოებით, 2 საათი აქცია მშვიდი იყო, შემდეგ აგრესიული ფორმა მიიღო, აქციის მონაწილეების მხრიდან დაიწყო საგნების სროლა, გვესროდნენ სხვადასხვა ნივთებს, ბოთლებს, ქვებს, ქვა მომხვდა თვალის არეში, მარჯვენა თვალში მივიღე დაზიანება, სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადამიყვანეს. დღეს თითქმის, ვერ ვხედავ ამ თვალიდან",- განაცხადა პოლიციელმა.

მისივე თქმით, ექიმებმა უთხრეს, რომ მხედველობა არ დაუბრუნდება.

"განცდა მქონდა, რომ ამ თვალზე მხედველობა დამიბრუნდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, თურქეთში მითხრეს, რომ მხედველობა არ დამიბრუნდება",- განაცხადა პოლიციელმა.

პროკურორის კითხვაზე, უშუალოდ ვინ ისროდა ქვებს, ზაბახიძემ უპასუხა, რომ დემონსტრანტები.

"აქციის მონაწილეების მხრიდან დაიწყო სროლები, მოდიოდა სხვადასხვა საგნები და აქციის მონაწილეებისგან მოხდა ჩემი დაზიანება...

ძალიან ბევრ ქვას, ნივთს ისროდნენ ჩვენი მისამართით. საავადმყოფოში ერთ-ერთი პირველი შემიყვანეს, შემდეგ შემოიყვანეს რამდენიმე პოლიციელი, რომლებმაც განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეებისგან მიიღეს დაზიანება",- განაცხადა ზაბახიძემ.

პროკურორის კითხვაზე, თუ ვინ ესროლა მას ნივთი, პოლიციელმა უპასუხა, რომ "კონკრეტული პიროვნება არ დაუნახავს".

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურას 8 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი. მათგან 5 პოლიციელია და მათ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ. სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, ამ ეპიზოდზე 40 პოლიციელია დაზარალებული.

ადვოკატების განმარტებით, გამოკითხვის ოქმის მიხედვით, პოლიციელები ვერ ამბობენ, ბრალდებულებიდან რომელიმემ განახორციელა თუ არა მათი დაზიანება.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის