ლიბერთის და „მთიელი წიგნების“ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი გრძელდება

ლიბერთის და „მთიელი წიგნების“ ერთობლივი, მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი მთაში მცხოვრები ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის თანამედროვე ლიტერატურის და ბოლო დროის თარგმანების ადგილზე ჩატანას და ამ გზით მოზარდებში კითხვის სიყვარულის გაღვივებას გულისხმობს.

2023 წლიდან ლიბერთი „მთიელი წიგნების“ სტრატეგიული პარტნიორია. პარტნიორობის ფარგლებში გურიის, აჭარის, სამცხე -ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონში მდებარე 200 მდე სოფელში მცხოვრებ 2647 ბავშს და 35 ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა 7000- მდე წიგნი.

პროექტის მიზანია მაღალმთიან სოფლებში არც ერთი ბავშვი არ დარჩეს მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქრის - წიგნის გარეშე.

2025 წლის ბოლომდე ლიბერთის ხელშეწყობით, იმერეთის რეგიონში მცხოვრები ბავშვები დასაჩუქრდებიან სასურველი წიგნებით და წიგნების დარიგება რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.

პირველ ეტაპზე ლიბერთისა და „მთიელი წიგნების“ ძალისხმევით შესაძლებელი გახდა წიგნების მიწოდება შემდეგ სოფლებში: ცრუკვეთი, თვალუეთი, სკინდორი, მორძგვეთი, ქვედა ჭალოვანი, ზედა ჭალოვანი და სხვიტორი. ლიბერთისა და „მთიელი წიგნების“ გუნდს იმერეთში, საჩუქრად 3500 წიგნის მიწოდება აქვს დაგეგმილი.

,,ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის მთავარი მიმართულება განათლების ხელშეწყობაა. მთიელი წიგნების გუნდთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაგრძელებთ. იმერეთში მოგზაურობის დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ წიგნი მართლაც ღირებული საჩუქარია და მას დიდი სიხარული მოაქვს ბავშვებისთვის. კითხვის პოპულარიზაციას ლიბერთი მთელი წლის განმავლობაში შეუწყობს ხელს“ – თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელმძღვანელი.

,,მოხარული ვართ, რომ „მთიელი წიგნების“ მიერ წამოწყებული პროექტი ლიბერთის მხარდაჭერით გრძელდება. გურიის და აჭარის მაღალმთიან რეგიონის შემდეგ იმერეთს ვესტუმრეთ. ლიბერთისთან დამეგობრებით ჩვენი პროექტის მასშტაბი საგრძნობლად გაიზარდა და მომავალში უფრო მეტ ბავშვს ვაჩუქებთ ზუსტად იმ კონკრეტულ წიგნს, რომელზეც ისინი ოცნებობენ. ჩვენი მოგზაურობებიდან ნათლად ჩანს, რომ წიგნი ყველაზე ღირებული საჩუქარია და ცოდნას ყველაზე დიდი ძალა აქვს“ – გიორგი კივილაძე, „მთიელი წიგნების“ დამფუძნებელი.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო