საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია - ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა ბერლინში, ადვოკატთა მე-6 საერთაშორისო ფორუმზე ადვოკატის პროფესიის გამოწვევებზე ისაუბრა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატის (BRAK) მიერ ორგანიზებულ მე-6 საერთაშორისო ფორუმში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) პრეზიდენტის რანგში მონაწილეობდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის მთავარი თემა იყო - „იურიდიული პროფესია ფრონტის ხაზზე“. კონფერენციაში მსოფლიოს 45 ქვეყნის ადვოკატურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ინფორმაციის თანახმად, დავით ასათიანი კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა და აღნიშნა, რომ ადვოკატები მხოლოდ სასამართლო დარბაზებში მყოფი დამცველები არ არიან - მათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ხარისხიან მართლმსაჯულებაზე აკისრიათ.

„ადვოკატები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამართლიანი პროცესის უზრუნველყოფაში, სამართლის უზენაესობის განმტკიცებასა და ადამიანის უფლებათა დაცვაში. სამწუხაროდ, მსოფლიოს მრავალ კუთხეში, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპაში, ადვოკატები კვლავაც აწყდებიან ზეწოლას, გადაჭარბებულ ჩარევას, შევიწროებას და ზოგ შემთხვევაში - პროფესიული მოვალეობების შესრულებისთვის სისხლის სამართლებრივ დევნას.

ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადვოკატთა პროფესიული უფლებების ზედმიწევნით დაცვა, რადგან სწორედ ადვოკატის პროფესიის ხელშეუხებლობა და უსაფრთხოებაა ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია“, - აღნიშნა ასათიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება