BBC - პაკისტანის სამხედროებმა ინდოეთის მიერ გაშვებული კიდევ 12 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაპირისპირება გრძელდება. BBC-ის ინფორმაციით, პაკისტანის სამხედროებმა ინდოეთის მიერ გაშვებული კიდევ 12 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

მედიის ცნობით, კონფლიქტის განახლებიდან დღემდე პაკისტანმა ინდოეთის მიერ გაშვებული 25 დრონი ჩამოაგდო.

პაკისტანელი სამხედროების წარმომადგენლის, აჰმედ შარიფ ჩაუდჰრის თქმით, ინდოეთმა პაკისტანის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა. დრონები მსხვილი ქალაქებისკენ, მათ შორის კარაჩისა და ლაჰორის მიმართულებით იყო გაშვებული.

როგორც BBC წერს, არსებული საფრთხის გამო ქალაქ ლაჰორში მდებარე აშშ-ის საკონსულომ თანამშრომლებს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდა.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრამანიან ჯაიშანკარი აცხადებს, რომ ინდოეთს სიტუაციის ესკალაცია არ სურს, თუმცა პაკისტანის ქმედებებს ძალიან მკაცრი პასუხი მოჰყვება.

იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ ქაშმირის რეგიონში ინდოეთის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი, 50-ს აღემატება.

ინდოეთმა პაკისტანსა და ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილზე საჰაერო დარტყმები 7 მაისს განახორციელა. ეს იყო ინდოეთის პასუხი ორ კვირაზე მეტი ხნის წინ ქაშმირში ტურისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელსაც 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის