ირაკლი დგებუაძე - მზია ამაღლობელის დაკავებამდე წარმოდგენა არ მქონდა ამ ადამიანის პროფესიის შესახებ - არ მგონია, ჟურნალისტობა აძლევდეს ვინმეს იმის უფლებას, რომ პოლიციელს თავს დაესხას, სახეში ხელები ურტყას

მზია ამაღლობელის დაკავებამდე წარმოდგენა არ მქონდა ამ ადამიანის პროფესიის შესახებ. არ მგონია, რომ ჟურნალისტობა აძლევდეს ვინმეს იმის უფლებას, რომ პოლიციელს თავს დაესხას, სახეში ხელები ურტყას, - ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც დგებუაძემ აღნიშნა, მზია ამაღლობელის პიროვნებისა და მისი პროფესიის მიმართ მას უარყოფითი განცდები არ ჰქონია.

„ხშირად ვადევნებ თვალს მედიაში გაჟღერებულ ფრაზებს, ტექსტებს, თითქოს, ქალბატონ მზიას მიმართ რაიმე სახის აგრესია მქონდა ან პიროვნული, ან შემდგომ როგორც გავიგე ჟურნალისტურ საქმიანობაში ყოფილა ჩართული. ამ ქალაქში მოღვაწე ყველა ჟურნალისტთან აბსოლუტურად მეგობრული და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ზოგადად, ამ პროფესიის მიმართ მაქვს პატივისცემა და მეგობრობა არამხოლოდ ბათუმში, არამედ ყველგან. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მზია ამაღლობელის დაკავებამდე წარმოდგენა არ მქონდა ამ ადამიანის პროფესიის შესახებ. თუმცა, მისი ქმედების დროს რომ მცოდნოდა ჟურნალისტი იყო, ალბათ ჩემი კოლეგები იგივე შედეგს დააყენებდნენ, როგორც მოიქცნენ. არ მგონია, რომ ჟურნალისტობა აძლევდეს ვინმეს იმის უფლებას, რომ პოლიციელს თავს დაესხას, სახეში ხელები ურტყას და ა.შ.

მზია ამაღლობელის როგორც პიროვნულად და არც მისი პროფესიის მიმართ არანაირი უარყოფითი განცდები არც ირაკლი დგებუაძეს და არცერთ იქ მყოფ პოლიციელს არ ჰქონია, არც მანამდე და არც იმ მომენტში, როცა მან ეს ქმედება ჩაიდინა“,- განაცხადა ირაკლი დგებუაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს