ვლადიმერ პუტინი სი ძინპინს შეხვდა

მოსკოვში რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დასრულდა. რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის რეკორდული დონე ზღვარი არ არის და დადებითი სავაჭრო დინამიკის შესანარჩუნებლად მუშაობა გრძელდება.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვსა და პეკინს შორის კავშირებს საერთაშორისო ასპარეზზე ყველაზე მნიშვნელოვანი სტაბილიზაციის ფაქტორი უწოდა.

სი ძინპინის თქმით, რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები, ორივე ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევის წყალობით, ჯანსაღ და აღმავალ დინამიკას ინარჩუნებს.

„ჩინეთსა და რუსეთს შორის პოლიტიკური ორმხრივი ნდობა უფრო ღრმავდება და პრაგმატული თანამშრომლობის კავშირები ძლიერდება. ცალმხრივი საერთაშორისო ხედვისა და ჰეგემონიური ჩაგვრის (ბულინგის) ფონზე, ჩინეთი რუსეთთან ერთად იმუშავებს, რათა აიღოს მსოფლიოს წამყვანი ძალების განსაკუთრებული პასუხისმგებლობა”, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, სი ძინპინი მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად გუშინ ჩავიდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს