ანდრო ჭიჭინაძის მამა - ეს ყველაფერი, რაც დღეს სასამართლოში ხდებოდა, აბსურდულად მიმაჩნია

ეს ყველაფერი, რაც დღეს სასამართლოში ხდებოდა, აბსურდულად მიმაჩნია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის მამამ, ოთარ ჭიჭინაძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, დღეს დაკითხული დაზარალებული მოწმე პოლიციელი ვერც ერთ ბრალდებულს ხელს ვერ ადებს.

„ბიჭების კომენტარებიც იყო ამასთან დაკავშირებით, რომლებიც გაოგნებული არიან, რატომ უნდა მოეყვანა პროკურატურას ეს მოწმე, რომლის ჩვენებაც არაფერს ნიშნავს, ადამიანს არ შეუძლია არც ამოცნობა, არც ხელის დადება სავარაუდოდაც კი, ამან მესროლაო, ან საერთოდ იყო თუ არა რომელიმე იქ, საუბარია 28 ნოემბერზე, როცა მან დაზიანება მიიღო, 29 რიცხვზე საერთოდ არაა საუბარი. ეს ყველაფერი აბსურდულად მიმაჩნია, რაც დღეს ხდებოდა, მანამდეც მაგრამ დღეს განსაკუთრებით",- განაცხადა ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია