„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „თბილტარამ“ ახალი საწარმო გახსნა

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით კომპანია „თბილტარამ“ მცხეთაში, სოფელ მისაქციელში ლითონის ბადეების საწარმო გახსნა.

პროექტის ჯამური ღირებულება 3.5 მილიონ ლარს შეადგენს. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 1.4 მილიონი ლარია.

“თბილტარა 2023 წელს დაარსდა. კომპანია სხვადასხვა ლითონისგან, როგორებიცაა: სპილენძი, ვერცხლი, ლატუნი, ტიტანი, ალუმინისა და მოთუთიებული ლითონისგან ბადეებს აწარმოებს, რომელიც სხვადასხვა დარგის წარმოებაში გამოიყენება. მათ შორის — მანქანათმშენებლობასა და ავიამშენებლობაში, ფილტრების, ავეჯის ელემენტებისა და მრავალი საბოლოო პროდუქციის წარმოებაში. საწარმო სოფ. ნატახტარში, სტრატეგიულ ადგილას, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან მიმავალ გზაზე მდებარეობს, რაც პროდუქტის მიწოდების მოქნილობის და საქონლის ეკონომიურად ტრანსპორტირების შესაძლებლობას გვაძლევს, როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე ექსპორტისთვის. საქართველოს ბანკთან დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ და მოხარულები ვართ, რადგან ეს არამარტო ფინანსური რესურსით მხარდაჭერას, არამედ პროფესიონალების მიერ კონსულტაციის გაწევასაც გულისხმობს“ - განაცხადა ლევან ჩარკვიანმა, “თბილტარას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა.

საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, რეგიონებში ბიზნესების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამჯერად, ჩვენი ფინანსური ინვესტიციით, ნატახტარში ახალი საწარმო გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ „თბილტარა“ პირველი მწარმოებელია საქართველოში, რომელიც აღჭურვილია უახლესი, მაღალტექნოლოგიური და დიდი წარმადობის დანადგარებით, რაც მას სამომავლოდ შესაძლებლობას მისცემს, არამხოლოდ საქართველოს ბაზარი აითვისოს, არამედ - ამიერკავკასიის მოთხოვნებსაც სრულად უპასუხოს. კომპანია სამომავლოდ ახალ პროექტს გეგმავს, რაც განსხვავებული წარმოებული პროდუქციის შექმნას გულისხმობს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა ალექსანდრე წულუკიანმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო