ზურაბ ბატიაშვილი - აშშ არის საქართველოსა და ხალხის მეგობარი და არა რომელიმე პარტიის, აშშ ქვეყანას არ მიატოვებს რუსეთის პირისპირ, სენატში  „MEGOBARI აქტის” დაჩქარებული წესით განხილვაც, სწორედ ამას ადასტურებს

შეერთებული შტატები არის საქართველოს და ხალხის მეგობარი და არა, რომელიმე პარტიის მეგობარი, აშშ საქართველოს არ დატოვებს და არ მიატოვებს , - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა, "წინააღმდეგობის პლატფორმის" ფარგლებში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, შეხვედრაზე საქართველოში და მის გარშემო არსებული ვითარება მიმოიხილეს, განსაკუთრებით, "MEGOBARI აქტი" და მისი მნიშვნელობა.

"მიმოვიხილეთ საქართველოში და მის გარშემო არსებული ვითარება, ასევე, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის "MEGOBARI აქტი", რომელიც ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა ბოლო პერიოდის საქართველოს ისტორიაში.

შეერთებული შტატები არის საქართველოს და ხალხის მეგობარი და არა, რომელიმე პარტიის მეგობარი, აშშ საქართველოს არ დატოვებს და მიატოვებს რუსეთის პირისპირ. ეს აქტი ამის ნიშანია, მისი დაჩქარებული წესით სენატში განხილვა, სწორედ ამას ადასტურებს. ეს აქტი ასევე მოიცავს იმას, რომ მას კონკრეტული განვითარება ექნება. ვფიქრობ, რომ სიაში შემავალი პირების რაოდენობა მალე გაიზრდება. თუ ახლა სიაში ხელმძღვანელი პირები არიან, შემდეგ შეიძლება მათი მოადგილეები და უფრო დაბალი თანამდებობის პირებიც მოხვდნენ", - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს