„ვისოლის“ გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი  BMW X1 გორში მოიგეს

„ვისოლის” უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი BMW X1 გორში ოთარ ტერტერაშვილმა და გიორგი ხუბულურმა მოიგეს.

გათამაშება 1 მაისს დაიწყო და 30 ივნისის ჩათვლით “ვისოლის“ ერთგულ მომხმარებელთან ერთად ჩამსხმელ-ოპერატორსაც აქვს საშუალება მოიგოს დარჩენილი 4 ცალი BMW X1, 2024, 36 ცალი IPhone 16 Pro, 10 ცალი მოგზაურობა ევროპაში (პრაღა, რომი, ბარსელობა, ბუდაპეშტი, პარიზი), 40 ცალი დასვენების ვაუჩერი საქართველოს პრემიალურ სასტუმროებში და 50, 100, 200 და 500 ქულა. („ვისოლის“ აპლიკაციაში 1 ქულა უდრის 1 ლარს).

მომენტალური გათამაშების ფარგლებში „ვისოლის“ აპლიკაციით მოგების შანსი აქვს როგორც ერთგულ მომხმარებელს, რომელიც „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე 50 ლარის და მეტი ღირებულების ნებისმიერი ტიპის (ბენზინისა და დიზელის) საწვავს შეიძენს, ისე ოპერატორს. გამარჯვებულების გამოვლენა ხდება მომენტალურად, შემთხვევითობის პრინციპით, საწვავის შეძენისა და აპლიკაციის გატარებისთანავე. გამარჯვებული მომხმარებლისა და ჩამსხმელი ოპერატორის პრიზებიც იდენტურია. შესაბამისად, „ვისოლის“ გათამაშებას ყოველ ჯერზე ორი გამარჯვებული ჰყავს.

„ვისოლს“ განსაკუთრებულად ერთგული მომხმარებელი ყავს. იმისათვის, რომ მათთვის „კეთილი მგზავრობა“ ეკონომიურადაც საგრძნობი ყოფილიყო, 2023 წელს ლოიალობის სისტემაც შევქმენით და უპრეცედენტო გათამაშებითც დავიწყეთ. შესაბამისად, „ვისოლის“ აპლიკაციით უკვე მესამე წელია მომხმარებელს არა მხოლოდ ყველაზე დიდი ფასდაკლების მიღების შესაძლებლობა აქვთ საწვავზე, არამედ მოგების ბედნიერების გაზიარება მომსახურე ოპერატორთან ერთად შეუძლიათ, რაც გამარჯვებას კიდევ უფრო ემოციურს ხდის. თან მიმდინარე წელს 1000-ზე მეტი პრიზი გვაქვს“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

უპრეცედენტო გათამაშება „ვისოლის“ ლოიალობის სისტემის მომხმარებელთა წასახალისებლად დაიგეგმა და მათ სატელეფონო აპლიკაციის დღეს არა მხოლოდ მომენტალური 15 თეთრი და მეტი ფასდაკლების მიღება შეუძლიათ თითოეულ ლიტრ საწვავზე, არამედ გათამაშებაში გამარჯვების რეალური შანსი აქვთ. „ვისოლში“, „სმარტსა“ და „ვინტოში“ განხორციელებული ტრანზაქციების მიხედვით ლოიალობის სისტემით საწვავზე 25 თეთრამდე ფასდაკლების მიღებაც შესაძლებელია. დამატებით მომხმარებელს სამივე ბრენდში გადახდილი თანხის 1% ქულების სახით ერიცხება. ქულების დახარჯვა კი როგორც „ვისოლის”, ისე “სმარტისა” და “ვინტოს” ობიექტებში შეიძლება.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს