ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს

პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვაცნობე, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ველოდებით, რომ რუსეთი დათანხმდება ამ წინადადებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ „ტელეგრამ“ არხზე წერს.

„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ, შესაძლო კონკრეტული ნაბიჯები. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული ვითარებით და მე მას ინფორმაცია მივაწოდე. ასევე ვუთხარი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ველოდებით, რომ რუსეთი დათანხმდება ამ წინადადებას. ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისათვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა, რაც იწყება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით”, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, საუბარში ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს, მზადაა დახმარებისთვის და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას.

ამასთან, სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტები მიესალმნენ უკრაინის უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს  წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს