ურსულა ფონ დერ ლაიენი - მივესალმები და მხარს ვუჭერ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას

კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მივესალმები და მხარს ვუჭერ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ევროპა უკრაინის გვერდით დარჩება და ხელს შეუწყობს სამართლიან, ხანგრძლივ და ყოვლისმომცველ მშვიდობას.

„ევროპა უკრაინის გვერდით დარჩება, რათა გააძლიეროს მისი პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან და ხელი შეუწყოს სამართლიან, ხანგრძლივ და ყოვლისმომცველ მშვიდობას“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!