ევროპის მოედანზე სცენის აწყობა მიმდინარეობს - ევროპის დღესთან დაკავშირებით დღეს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს მონაწილეობისკენ მოუწოდებენ

9 მაისის აქციასთან დაკავშირებით სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და დღევანდელი აქციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

როგორც ისინი აცხადებენ, დღევანდელი აქცია მნიშვნელოვანია, რათა ევროპამ კიდევ ერთხელ დაინახოს ქართველი ხალხის ხმა.

„დღეს 9 მაისია, ჩვენი პროტესტის 163-ე დღე და მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ და ხმამაღლა გავაგონოთ ჩვენი ხმა ევროპას, მნიშვნელოვანია ამ პროტესტის გაგრძელება, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ პროტესტმა მოიტანა არალეგიტიმური ხელისუფლების აუღიარებლობა. დღეს სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის პოლიტიკური პარტიის წევრები ვიკრიბებით და საბოლოო წერტილი ევროპის მოედანი იქნება",- განაცხადა კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა, მარიამ შუშანიამ.

ასევე როგორც პარტია "ლელოს" წევრმა, ოთო ფარულავამ განაცხადა, ევროინტეგრაცია - ეროვნული არჩევანია.

"9 მაისი არის დღე, რომელიც გვახსენებს თუ სად გვინდა ვიხილოთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ რუსულ რეჟიმმა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენა და ადამიანები, რომლებიც რეჟიმს ეწინააღმდეგებიან და ანტიდასავლურ პოლიტიკას აპროტესტებენ უკანონო ტყვეობაში არიან, ამიტომ ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ამ უსამართლობას, ამიტომ 19:00 საათზე ევროპის მოედანზე ვიკრიბებით, რათა ვაჩვენოთ, რომ ბევრნი ვარ, რომ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ევროპული არჩევანი - ეროვნული არჩევანია",- განაცხადა ოთო ფარულავამ.

ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრები.

პარალელურად კი ევროპის მოედანზე დღევანდელი აქციისთვის სცენის აწყობაც მიმდინარეობს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა