ირაკლი კობახიძე - ესტონეთის მიერ დაწესებული სანქციები უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯია, მაგრამ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება

ესტონეთის მიერ დაწესებული სანქციები არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო რჩება ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.

„ესტონეთს აქვს სანქციები მანამდეც დაწესებული, რაც არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ, მაგრამ ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს