ვლადიმერ პუტინი - მთელი ქვეყანა მხარს უჭერს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს - სიმართლე ჩვენ მხარესაა

სიმართლე და სამართლიანობა ჩვენ მხარესაა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის წითელ მოედანზე სიტყვით გამოსვლიას განაცხადა, სადაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს.

მისი თქმით, მთელი რუსეთი მხარს უჭერს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს და ამაყობს მათი სულისკვეთებით.

„მთელი ქვეყანა, საზოგადოება და ხალხი მხარს უჭერს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებს. ჩვენ ვამაყობთ მათი გამბედაობითა და მონდომებით, სულის იმ ძალით, რომელიც ყოველთვის მხოლოდ გამარჯვებას გვანიჭებდა“, - განაცხადა პუტინმა.

მოსკოვის „წითელ მოედანზე“ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს.

აღლუმის მონაწილეებს შორის არიან სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც უკრაინასთან ომში მონაწილეობენ.

„აღლუმში 11 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, რომელთაგან 1 500 სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეა,“ - აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.

რუსული მედიის ინფორმაციით, ღონისძიებას უცხო ქვეყნების 29 ლიდერი ესწრება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს