შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე - ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა - გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს

ეს გადაწყვეტილება არის არამეგობრული აქტი ქართველი ხალხის მიმართ - მთავრობა, რომელიც არის სააკაშვილის მეგობარი, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი ,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ვარშავაში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევას შეეხებოდა.

მისივე თქმით, პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილება არის სამწუხარო.

„ეს შეხვედრა ორგანიზებულია პოლონეთის მთავრობის მიერ. ის არის თავმჯდომარე ქვეყანა. პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებაა ასეთი, რაც არის სამწუხარო. ეს აჩვენებს ქართველი ხალხის მიმართ პოლონეთის ხელისუფლების არასწორ დამოკიდებულებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა. პოლონეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მოდერნიზატორი. ასეთი მთავრობა ჰყავს დღეს პოლონეთს. ეს გადაწყვეტილება არის არამეგობრული აქტი ქართველი ხალხის მიმართ. მთავრობა, რომელიც მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მოდერნიზატორი, რა თქმა უნდა, ასეთი არამეგობრული ნაბიჯი არ არის გასაკვირი.

პოლონეთმა, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, გადაწყვიტა. მთავრობას, რომელსაც მოსწონს მიხეილ სააკაშვილი და ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მოდერნიზატორი, იმასთან როგორ უნდა დალაგდეს ქართველი ხალხი. ადამიანს თუ არ უნდა, რიყეზე ისე გაივლის, ქვას ვერ დაინახავს. იმიტომ ვერ გადავარწმუნეთ, რომ აქსიომაა, ის ვინც არის სააკაშვილის მეგობარი, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი. პოლონეთის მთავრობა თავად უნდა ჩამოყალიბდეს რა სურს, ქართველ ხალხთან სურს ურთიერთობა თუ მას სურს კორუმპირებული, წამების სისტემის შემქმნელი სააკაშვილის რეჟიმისა და ამ იდეოლოგიის მხარდაჭერა. გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს, ვიდრე წესებს, პროცედურებსა და ქართველი ხალხის ინტერესებს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ვარშავაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ მიწვეულები. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო არ იყო მიწვეული.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე - ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა - გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს

ეს გადაწყვეტილება არის არამეგობრული აქტი ქართველი ხალხის მიმართ - მთავრობა, რომელიც არის სააკაშვილის მეგობარი, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი ,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ვარშავაში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევას შეეხებოდა.

მისივე თქმით, პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილება არის სამწუხარო.

„ეს შეხვედრა ორგანიზებულია პოლონეთის მთავრობის მიერ. ის არის თავმჯდომარე ქვეყანა. პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებაა ასეთი, რაც არის სამწუხარო. ეს აჩვენებს ქართველი ხალხის მიმართ პოლონეთის ხელისუფლების არასწორ დამოკიდებულებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა. პოლონეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მოდერნიზატორი. ასეთი მთავრობა ჰყავს დღეს პოლონეთს. ეს გადაწყვეტილება არის არამეგობრული აქტი ქართველი ხალხის მიმართ. მთავრობა, რომელიც მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მოდერნიზატორი, რა თქმა უნდა, ასეთი არამეგობრული ნაბიჯი არ არის გასაკვირი.

პოლონეთმა, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, გადაწყვიტა. მთავრობას, რომელსაც მოსწონს მიხეილ სააკაშვილი და ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მოდერნიზატორი, იმასთან როგორ უნდა დალაგდეს ქართველი ხალხი. ადამიანს თუ არ უნდა, რიყეზე ისე გაივლის, ქვას ვერ დაინახავს. იმიტომ ვერ გადავარწმუნეთ, რომ აქსიომაა, ის ვინც არის სააკაშვილის მეგობარი, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი. პოლონეთის მთავრობა თავად უნდა ჩამოყალიბდეს რა სურს, ქართველ ხალხთან სურს ურთიერთობა თუ მას სურს კორუმპირებული, წამების სისტემის შემქმნელი სააკაშვილის რეჟიმისა და ამ იდეოლოგიის მხარდაჭერა. გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს, ვიდრე წესებს, პროცედურებსა და ქართველი ხალხის ინტერესებს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ვარშავაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ მიწვეულები. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო არ იყო მიწვეული.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის