პაველ ჰერჩინსკი ვარშავაში მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს არ მიწვევაზე - ვწუხვარ, მაგრამ ეს გამოწვეულია საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით - სამწუხაროდ, სულ უფრო მეტი მოვლენა ხდება, სადაც საქართველო არ არის წარმოდგენილი

ეს გამოწვეულია იმ ქმედებებით, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების მიერ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც განმარტა, რატომ არ მიიწვიეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვარშავაში, კანდიდატი ქვეყნების მინისტრების არაფორმალურ შეკრებაზე.

ჰერჩინსკის თქმით, ეს უკიდურესად სამწუხარო მოვლენაა, თუმცა ამის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებია.

„ვწუხვარ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის დღევანდელი რეალობა, რომ სულ უფრო მეტი მოვლენა ხდება, მნიშვნელოვანი მოვლენები, მათ შორის ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, სადაც საქართველო არ არის წარმოდგენილი. ეს გამოწვეულია იმ ქმედებებით, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების მიერ. ეს უკიდურესად სამწუხაროა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის საქართველოსთან დღევანდელი ურთიერთობების რეალობა“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ცნობისთვის, ვარშავაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ მიწვეულები. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო არ იყო მიწვეული.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი