დონალდ ტუსკი რობერტ ფიცოზე - წარმოუდგენელია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს იყო წითელ მოედანზე და გამარჯვების დღე აღნიშნო მათთან ერთად, ვინც კლავს ბავშვებს, მშვიდობიან მოსახლეობას და თავს ესხმის სხვა ქვეყნებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სლავაკ კოლეგას, რობერტ ფიცოს აკრიტიკებს, რომელიც მოსკოვში ჩავიდა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრო, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ადამიანი შეიძლება იყოს მსოფლიოს ამ ნაწილიდან და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს იყოს წითელ მოედანზე და აღნიშნოს გამარჯვების დღე მათთან ერთად, ვინც კლავს ბავშვებს, მშვიდობიან მოსახლეობას და ესხმის თავს სხვა ქვეყნებს“, - აღნიშნა ტუსკმა.

ცნობისთვის, გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი ესწრება, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიუ ლულა და სილვა, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო - ერთადერთი ლიდერი ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომელიც რუსეთში ჩავიდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს