გრიგოლ გეგელია - ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ყოფნას არავითარი მოსაწვევი არ სჭირდება - აქ ყოფნას სჭირდება ევროპის და საქართველოს სიყვარული, მაგრამ „ჰეზბოლას“ ძმაკაც კობახიძეს არ უყვარს საქართველო და ვერ იტანს ევროპას

ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ყოფნას არავითარი მოსაწვევი არ სჭირდება - აქ ყოფნას სჭირდება ევროპის და პირველ რიგში, საქართველოს სიყვარული, მაგრამ „ჰეზბოლას“ ძმაკაც კობახიძეს არ უყვარს საქართველო და ვერ იტანს ევროპას, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც შეაფასა ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მივიდა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აცდენილია საქართველოს მოსახლეობის 85%-ის გეოპოლიტიკურ არჩევანს და სწორედ ამიტომ, „ისინი გახმებიან როგორც ხე ფესვების გარეშე“.

„არავითარი მოსაწვევი აქ ყოფნას არ სჭირდება. ევროპელი პრემიერ-მინისტრი და ევროპული მთავრობა, ბუნებრივია, აქ იქნებოდა. დღეს აქ იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დღეს აქ ვართ, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც წარმოვადგენთ პროევროპული ქართველი ხალხის ნებას. არავითარი მოსაწვევი აქ ყოფნას არ სჭირდება. აქ ყოფნას სჭირდება ევროპის და პირველ რიგში, საქართველოს სიყვარული, მაგრამ „ჰეზბოლას“ ძმაკაც კობახიძეს არ უყვარს საქართველო და ვერ იტანს ევროპას. ეს არის განაცხადი, რომ ისინი არ არიან თანხვედრაში ევროპული კავშირის ელჩებთან, ევროპული კავშირის პოლიტიკასთან, იმ საერთო ღირებულებებთან, რაც გააჩნია ევროპულ პოლიტიკურ ოჯახს და რომ ისინი არიან აცდენილი საქართველოს მოსახლეობის 85%-ის გეოპოლიტიკურ არჩევანს. სწორედ ამიტომ, ისინი გახმებიან როგორც ხე ფესვების გარეშე, იმიტომ რომ ამ რეჟიმს არავითარი ლეგიტიმაცია, არავითარი ფესვები ამ საზოგადოებაში არ გააჩნია“, - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის საელჩომ პროტოკოლი დაარღვია და მთავრობას ღონისძიებაზე

დასასწრები მოსაწვევი არ გაუგზავნა. ამის გამო, კობახიძემ საელჩო საბჭოურ მიდგომაში დაადანაშაულა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა