დევიდ ლემი - მხარს ვუჭერ ტრიბუნალის შექმნას, რომელიც რუსეთის ლიდერებს გაასამართლებს - მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ჩავძიროთ პუტინის წარუმატებელი ამბიცია, ამიტომ დღეს მათ წინააღმდეგ გავააქტიურეთ  სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი, 110 სამიზნით

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი დღეს უკრაინის ქალაქ ლვოვში, თავის უკრაინელ კოლეგას და კიდევ 17 საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება, - ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.

„საგარეო საქმეთა მინისტრი შეუერთდება 17 სხვა საგარეო საქმეთა მინისტრს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას, რათა განიხილონ ევროპაში მდგრადი მშვიდობის დამყარებისთვის გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები. ევროპელი მინისტრები ნათლად გამოხატავენ, რომ ისინი ერთიანი არიან უკრაინისა და მშვიდობის მიმართ მისი მკაფიო ერთგულების მხარდაჭერაში და დაგმობენ პუტინის მიერ პროცესის შეფერხებას და უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ მინისტრები ასევე დაადასტურებენ მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მიმართ.

„დღეს - და ყოველდღე - უკრაინის გვერდით ვდგავართ. მხარს ვუჭერთ სამართლიან და მდგრად მშვიდობას, უსაფრთხო ევროპას, ანგარიშვალდებულებასა და სამართლიანობას. მხარს ვუჭერ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რომელიც რუსეთის ლიდერებს აგრესიული ომისთვის გაასამართლებს. ჩვენ ვდგავართ პუტინის წინააღმდეგ, მის მიერ მშვიდობის შეფერხებისა და უკან დახევის წინააღმდეგ, ასევე მისი საეჭვო ნავთობტანკერების ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ჩავძიროთ მისი წარუმატებელი ამბიცია, დააფინანსოს თავისი უკანონო ომი მათი მეშვეობით - სწორედ ამიტომ გავააქტიურეთ დღეს მათ წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი, 110 სამიზნით“, - განაცხადა დევიდ ლემმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს