ლევან ცუცქირიძე - „ქართულმა ოცნებამ“ ყველა, ვინც ამ სახელმწიფოს მშენებლობაში გვეხმარება, მათ შორის, ევროკავშირი, მტრად გამოაცხადა, შესაბამისად, არ მიკვირს, რომ ისინი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ არიან - აქ მათი ადგილი არ არის

„ქართულმა ოცნებამ“ ყველა, ვინც ამ სახელმწიფოს მშენებლობაში გვეხმარება, მათ შორის, ევროკავშირი, მტრად გამოაცხადა, შესაბამისად, არ მიკვირს, რომ ისინი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ არიან - აქ მათი ადგილი არ არის, - ამის შესახებ "თავისუფალი მოედნის" ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, რითაც შეაფასა ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ მივიდა.

მისი თქმით, აღნიშნულ ღონისძიებაზე არის დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული საზოგადოების ადგილი.

„მგონი, საქართველოს ყველა მოქალაქე ხედავს, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის პარტიის სანქციების გამო, არის უკუსვლა, რომ დღეს ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, როგორშიც გვინდა რომ ვიყოთ. გვინდა, რომ საქართველო იყოს ლიდერი სახელმწიფო ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობით, დემოკრატიის ხარისხით, თავისუფლებით, მოქალაქეების სიმდიდრით, კეთილდღეობით და დაცულობით. ვინც ამ სახელმწიფოს მშენებლობაში გვეხმარება, მათ შორის, ევროკავშირი, ის ორგანიზაციები ვინც აქ არიან წარმოდგენილი, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა ქვეყნის მტრად, უცხოეთის ქვეყნის აგენტად, "გლობალური ომის პარტიის" წვერად, "დიფ სთეითის" წარმომადგენლად, ომის დამწყებად და ა.შ. მათ ყველა გამოაცხადეს მტრად და შესაბამისად, არ მიკვირს, რომ ისინი აქ არ არიან. აქ მათი ადგილი არ არის. აქ არის ქართული საზოგადოების, დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული საზოგადოების ადგილი“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის საელჩომ პროტოკოლი დაარღვია და მთავრობას ღონისძიებაზე დასასწრები მოსაწვევი არ გაუგზავნა. ამის გამო, კობახიძემ საელჩო საბჭოურ მიდგომაში დაადანაშაულა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს