ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, რადგან ის წინა ომებს დაუსჯელად გადაურჩა, როგორც ბანდიტი, რომელსაც არასდროს არაფერზე მოუწია პასუხისგება - მოვუწოდებ ევროპას და დემოკრატ მეგობრებს, მხარი დაუჭირონ ტრიბუნალის შექმნას

ვამაყობთ ევროპით, რომელიც არ კლავს, რომელიც გაერთიანებულია. რომელიც იცავს საერთაშორისო სამართალს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ჩვენს კონტინენტს გრძელი და მდიდარი ისტორია აქვს, მაგრამ დღეს ჩვენ ყველაზე მეტად ვამაყობთ ჩვენი ახალი ევროპით - ევროპით, რომელმაც იცის, როგორ იცხოვროს და იცავს სიცოცხლის უფლებას. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ეს ევროპა. ჩვენ ვამაყობთ ევროპით, რომელიც არ კლავს, რომელიც გაერთიანებულია, რომელიც იცავს საერთაშორისო სამართალს. ევროპით, რომელიც პატივს სცემს ინდივიდს და თუ ვიკითხავთ, ვინ არის ეს ინდივიდი, ეს ნამდვილად არ არის რომელიმე მმართველი ან მეფე. დღევანდელი ევროპის გულში ყველა ადამიანის პატივისცემაა“, - აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ პასუხისმგებლობის გარეშე დეკლარირებული უფლებები რეალური არ არის და ადამიანის ღირსების პატივისცემა გაქრობას იწყებს.

„ეს არის მე-20 საუკუნის უდიდესი მორალური მემკვიდრეობა - უნდა არსებობდეს პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით, პასუხისმგებლობა ომისთვის, რადგან თუ ერთი ომიც კი დაუსჯელი დარჩება, მას კიდევ მეტი ომი მოჰყვება. სწორედ ამიტომ დაიწყო პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ - ის წინა ომებს დაუსჯელად გადაურჩა, როგორც ბანდიტი, რომელსაც არასდროს არაფერზე მოუწია პასუხისგება. ეს აღარასდროს უნდა განმეორდეს. დღეს თქვენს წინაშეა გადაწყვეტილება - გადაწყვეტილება, შეიქმნას მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალი ომების თავიდან აცილებას ანგარიშვალდებულების გზით. გადაწყვეტილება შეიქმნას ტრიბუნალი - ტრიბუნალი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულისთვის“, - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი ევროპას და სხვა პარტნიორებს მოუწოდებს, ამ გადაწყვეტილების მიმართ მხარდაჭერა გამოხატონ.

„დღეს, როდესაც 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები ლვოვში შეხვედრას მართავენ, მოვუწოდებ მთელ ევროპას და ჩვენს დემოკრატ მეგობრებს მთელ მსოფლიოში, გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური მხარდაჭერა ამ გადაწყვეტილების მიმართ“, - წერს ზელენსკი.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს