უკრაინაში უნგრეთის დაზვერვის ქსელი გამოააშკარავეს, დაკავებულია ორი აგენტი

უკრაინაში უნგრეთის დაზვერვის ქსელი გამოააშკარავეს, ორი აგენტი დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის ისტორიაში პირველად გამოააშკარავა უნგრეთის სამხედრო დაზვერვის აგენტურული ქსელი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს საზიანოდ ჯაშუშურ საქმიანობას აწარმოებდა.

ამ სადაზვერვო უჯრედის ამოცანა იყო ზაკარპატიეს ოლქის სამხედრო დაცულობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, რეგიონის სახმელეთო და საჰაერო თავდაცვაში დაუცველი ადგილების მოძიება და ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლების საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებების შესწავლა: კერძოდ, შესწავლა მათი ქცევითი სცენარების, თუ რეგიონის ტერიტორიაზე უნგრული ჯარები შევლენ,“ - ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნება, რომ ზაკარპატიეს ოლქში კომპლექსური ღონისძიებების შედეგად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უნგრეთის სპეცსამსახურების ქსელის ორი აგენტი დააკავა.

გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ორივე დაკავებულის კურატორი უნგრეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელია, რომლის იდენტობა უკრაინის სპეცსამსახურებმა უკვე დაადგინეს.

ერთ-ერთი დაკავებული აგენტი 40 წლის ყოფილი სამხედროა, რომლის რეკრუტირება და „მოლოდინის რეჟიმში“ გადაყვანა უნგრელებმა 2021 წელს მოახდინეს. მეორე დაკავებული უკრაინის თავდაცვის ძალების ყოფილი სამხედროა, რომელმაც ქვედანაყოფი 2025 წელს დატოვა. არსებული ინფორმაციით, მისი ამოცანა იყო უნგრული სპეცსამსახურების ინფორმირება ზაკარპატიეს ოლქში თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების არსებობის შესახებ, ასევე სამხედრო ნაწილში თავდაცვითი სისტემების შესახებ, სადაც ის სამსახურს გადიოდა.

დაკავებულებს სამხედრო მდგომარეობის პირობებში სახელმწიფო ღალატში ედებათ ბრალი. მათ ქონების კონფისკაციით სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს