საქართველომ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების ევროპულ კონფერენციას უმასპინძლა

საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიმდინარე წლის 6-9 მაისს, მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 33-ე ევროპულ კონფერენციას (European Conference of Data ProtectionAuthorities – Spring Conference) უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მონაცემთა დაცვის სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო ღონისძიება ქალაქ ბათუმში გაიმართა.

კონფერენციას, 80-მდე მონაწილე დაესწრო, მათ შორის, ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების პირველი პირები და სხვა წარმომადგენლები. ასევე , ევროპული ინსტიტუციების, მათ შორის EUROPOL, EUROJUST, EUROSTAT, EDPS - ისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები.

,,საგაზაფხულო კონფერენცია“ მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა გახსნა. ლელა ჯანაშვილმა ისაუბრა ღონისძიების მნიშვნელობაზე, აქტუალურ საკითხებზე, ახალ ტენდენციებსა და ინოვაციურ მიდგომებზე და საქართველოში გატარებულ რეფორმებზე მონაცემთა დაცვის მიმართულებით.

,,წლევანდელი კონფერენციის სლოგანად ავირჩიეთ ილია ჭავჭავაძის სიტყვები: „ადამიანის უდიდესი საუნჯე, მისი იდენტობაა“, რომელიც ასახავს ჩვენს ღირებულებებს პიროვნების იდენტობისა და პირადი სივრცის მიმართ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საერთო ევროპული ღირებულებების განმტკიცების ერთგულია. ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ჩვენ ვაგრძელებთ ინსტიტუციური განვითარების პროცესს, ვნერგავთ ევროპულ სტანდარტებს და ვაძლიერებთ საერთაშორისო თანამშრომლობას.

სწორედ ამ მიზნით განხორციელდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის საკანონმდებლო რეფორმა. კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” არა მხოლოდ აძლიერებს სუბიექტთა უფლებებს, არამედ აყალიბებს საქართველოს სანდო პარტნიორად გლობალურ დონეზე.

განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო ჩვენი სამსახურის დამკვირვებლის სტატუსი ევროპის მონაცემთა დაცვის საბჭოში, უმნიშვნელოვანეს პლატფორმაში მონაწილეობა გვაძლევს საშუალებას, ჩვენი საქმიანობა თანხვედრაში მოვიყვანოთ ევროპულ ღირებულებებთან“, - განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.

კონფერენციის მონაწილეებს, ასევე, მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.

„ღონისძიების მასპინძლებმა და სტუმრებმა იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: ეროვნულ, ევროპულ და გლობალურ დონეზე ხელოვნური ინტელექტის რეგულირება და მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო ჩარჩო, ბავშვთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები, თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარება და ხელოვნური ინტელექტის გავლენა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე, პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის თანამედროვე სირთულეები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებისა (DPO) და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის პრაქტიკოსთა როლი.

33-ე საგაზაფხულო კონფერენციის ფარგლებში ორი კოლეგა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს აკრედიტაციის საკითხს ეყარა კენჭი.

საკონფერენციო დღეების ბოლოს გაიმართა ორი პარალელური ღონისძიება: „მონაცემთა დაცვა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“ და „ძირითად უფლებებზე ზეგავლენის შეფასება ხელოვნურ ინტელექტში: სამართლებრივი მოთხოვნებიდან იმპლემენტაციამდე. კატალონიის FRIA სამაგალითო შაბლონი“.

„საგაზაფხულო კონფერენცია“ 1991 წლიდან ტარდება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვისა და მონაცემთა დაცვის ახალი ტენდენციების განვითარებაში. მსჯელობის პროცესში. ღონისძიება ხელს უწყობს კონსტრუქციულ დიალოგს ევროპის მონაცემთა დაცვის ორგანოებსა და დარგის პრაქტიკოსებს შორის, რაც ქმნის ძლიერ ფორუმს მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განსახილველად. კონფერენცია აღიარებულია, როგორც მნიშვნელოვანი ღონისძიება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპული სტანდარტების განსახილველად და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებისათვის ევროპაში.

კონფერენციის ოფიციალური სესიების გარდა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ევროპელი სტუმრებისთვის დამატებით ღონისძიებები და სოციალურ აქტივობებიც გამართა, რამაც მონაწილეებს საქართველოს კულტურა, ისტორია და ბუნების უნიკალურობა გააცნო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

საქართველომ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების ევროპულ კონფერენციას უმასპინძლა

საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიმდინარე წლის 6-9 მაისს, მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 33-ე ევროპულ კონფერენციას (European Conference of Data ProtectionAuthorities – Spring Conference) უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მონაცემთა დაცვის სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო ღონისძიება ქალაქ ბათუმში გაიმართა.

კონფერენციას, 80-მდე მონაწილე დაესწრო, მათ შორის, ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების პირველი პირები და სხვა წარმომადგენლები. ასევე , ევროპული ინსტიტუციების, მათ შორის EUROPOL, EUROJUST, EUROSTAT, EDPS - ისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები.

,,საგაზაფხულო კონფერენცია“ მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა გახსნა. ლელა ჯანაშვილმა ისაუბრა ღონისძიების მნიშვნელობაზე, აქტუალურ საკითხებზე, ახალ ტენდენციებსა და ინოვაციურ მიდგომებზე და საქართველოში გატარებულ რეფორმებზე მონაცემთა დაცვის მიმართულებით.

,,წლევანდელი კონფერენციის სლოგანად ავირჩიეთ ილია ჭავჭავაძის სიტყვები: „ადამიანის უდიდესი საუნჯე, მისი იდენტობაა“, რომელიც ასახავს ჩვენს ღირებულებებს პიროვნების იდენტობისა და პირადი სივრცის მიმართ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საერთო ევროპული ღირებულებების განმტკიცების ერთგულია. ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ჩვენ ვაგრძელებთ ინსტიტუციური განვითარების პროცესს, ვნერგავთ ევროპულ სტანდარტებს და ვაძლიერებთ საერთაშორისო თანამშრომლობას.

სწორედ ამ მიზნით განხორციელდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის საკანონმდებლო რეფორმა. კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” არა მხოლოდ აძლიერებს სუბიექტთა უფლებებს, არამედ აყალიბებს საქართველოს სანდო პარტნიორად გლობალურ დონეზე.

განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო ჩვენი სამსახურის დამკვირვებლის სტატუსი ევროპის მონაცემთა დაცვის საბჭოში, უმნიშვნელოვანეს პლატფორმაში მონაწილეობა გვაძლევს საშუალებას, ჩვენი საქმიანობა თანხვედრაში მოვიყვანოთ ევროპულ ღირებულებებთან“, - განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.

კონფერენციის მონაწილეებს, ასევე, მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.

„ღონისძიების მასპინძლებმა და სტუმრებმა იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: ეროვნულ, ევროპულ და გლობალურ დონეზე ხელოვნური ინტელექტის რეგულირება და მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო ჩარჩო, ბავშვთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები, თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარება და ხელოვნური ინტელექტის გავლენა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე, პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის თანამედროვე სირთულეები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებისა (DPO) და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის პრაქტიკოსთა როლი.

33-ე საგაზაფხულო კონფერენციის ფარგლებში ორი კოლეგა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს აკრედიტაციის საკითხს ეყარა კენჭი.

საკონფერენციო დღეების ბოლოს გაიმართა ორი პარალელური ღონისძიება: „მონაცემთა დაცვა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“ და „ძირითად უფლებებზე ზეგავლენის შეფასება ხელოვნურ ინტელექტში: სამართლებრივი მოთხოვნებიდან იმპლემენტაციამდე. კატალონიის FRIA სამაგალითო შაბლონი“.

„საგაზაფხულო კონფერენცია“ 1991 წლიდან ტარდება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვისა და მონაცემთა დაცვის ახალი ტენდენციების განვითარებაში. მსჯელობის პროცესში. ღონისძიება ხელს უწყობს კონსტრუქციულ დიალოგს ევროპის მონაცემთა დაცვის ორგანოებსა და დარგის პრაქტიკოსებს შორის, რაც ქმნის ძლიერ ფორუმს მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების განსახილველად. კონფერენცია აღიარებულია, როგორც მნიშვნელოვანი ღონისძიება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპული სტანდარტების განსახილველად და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებისათვის ევროპაში.

კონფერენციის ოფიციალური სესიების გარდა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ევროპელი სტუმრებისთვის დამატებით ღონისძიებები და სოციალურ აქტივობებიც გამართა, რამაც მონაწილეებს საქართველოს კულტურა, ისტორია და ბუნების უნიკალურობა გააცნო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა