სალომე ზურაბიშვილი - ევროპა არის სწორედ პატრიოტების, იმ ადამიანების, რომლებიც თავიანთი ქვეყნის იდენტობას იცავენ და ისინი, ვისაც საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს, არც პატრიოტები არიან, არც ჩვენს იდენტობას იცავენ და არც დამოუკიდებლობას

ევროპა არის სწორედ პატრიოტების, იმ ადამიანების, რომლებიც თავიანთი ქვეყნის იდენტობას იცავენ და ისინი, ვისაც საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს, არც პატრიოტები არიან, არც ჩვენს იდენტობას იცავენ, არც ჩვენს დამოუკიდებლობას. ეს გზა არ არის საქართველოს გზა!- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქვეყნის არსებობა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, მშვიდობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მჭიდროდ იქნება ის ევროპასთან.

„ვულოცავ სრულიად საქართველოს ევროპის დღეს. ეს არის საქართველოს დღე რეალურად. ევროპა და საქართველო არის განუყოფელი. ჩვენი მომავალიც ევროპაა, ჩვენი წარსულიც ევროპაა. ჩვენი არსებობა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, მშვიდობა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მჭიდროდ ვიქნებით ევროპელებთან ერთად თუ ევროპაში. ამის არ დანახვა და ამ ქვეყნის იზოლირება, დატოვება რუსეთთან არის ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება რომელიმე ხელისუფლებამ ამ ქვეყანას გაუკეთოს. ეს კარგად უნდა გვესმოდეს. ის დაშორება, რასაც დღეს ჩვენ ევროპისგან ვგრძნობთ, არის არა ევროპის ბრალი, არა ევროპის მოქმედება ჩვენ წინააღმდეგ, იმიტომ, რომ რაღაც სისულელეები: ნამეტანი პატრიოტები ვართ... ევროპა არის სწორედ პატრიოტების, იმ ადამიანების, რომლებიც თავიანთი ქვეყნის იდენტობას იცავენ და ისინი, ვისაც საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს, არც პატრიოტები არიან, არც ჩვენს იდენტობას იცავენ, არც ჩვენს დამოუკიდებლობას და ეს გზა არ არის საქართველოს გზა!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა