„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ - თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ, - ამის შესახებ განცხადებას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ავრცელებს.

ამასთან, განცხადების თანახმად, სტრასბურგში თემურ ქათამაძის ინტერესებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ დაიცავს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 30 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ და მას ნებაყოფლობით ქვეყნის დასატოვებლად 10-დღიანი ვადა განუსაზღვრა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩვენთვის ოფიციალურ ზეპირ კომუნიკაციაში მოცემული განმარტებით, აღნიშნული ვადის ათვლა ჯერ არ დაწყებულა და ის მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც სასამართლო მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გაძევების შესახებ მიღებულ აქტზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.

შესაბამისად, ამ ეტაპზე თემურ ქათამაძე კვლავ მიგრაციის დეპარტამენტის დროებით მოთავსების ცენტრში იმყოფება და ელოდება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას.

ეროვნულ დონეზე საქმის წარმოებაში თემურ ქათამაძეს სამართლებრივ მხარდაჭერას, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ორგანიზაცია უწევს.

ადგილობრივ დონეზე სასამართლო დავის დასრულებისა და გაძევების პროცედურების დაწყებისთანავე კი „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ გეგმავს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოითხოვოს დროებითი ღონისძიების მექანიზმის გამოყენება, თურქეთში მისი იძულებითი გაძევების პირობებში მოსალოდნელი უფლებების დარღვევის პრევენციის მიზნით.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის სიახლეებს საქმესთან და პროცედურებთან დაკავშირებით”, - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ განცხადება სრულად:

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო