გლდანში, სანდრო ახმეტელის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი შეიცვალა

გლდანის რაიონში, სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 მაისიდან ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი შეიცვალა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„კერძოდ, ქერჩის ქუჩიდან სანდრო ახმეტელის ქუჩის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდა.

შესაბამისად, ავტობუსები: N292, N304, N308, N323, N335, N348, N355, N351 და N365, ასევე, მიკროავტობუსები: N486, N512, N517 და N518 მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრიდან” ქერჩის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ ფორე მოსულიშვილის ქუჩის გავლით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს