ემანუელ მაკრონი - თუ მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის პროცესში დაბრკოლებების შექმნას გააგრძელებს, მაშინ ჩვენ ზეწოლას გავაძლიერებთ

თუ მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის პროცესში დაბრკოლებების შექმნას გააგრძელებს, მაშინ ჩვენ ზეწოლას გავაძლიერებთ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„კიევში დავბრუნდი. ჩემი ფიქრები უკრაინელ ხალხთანაა. კონტინენტის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი პასუხი კოლექტიური უნდა იყოს“, - წერს ემანუელ მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა კიევში გერმანიის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან ერთად ვიზიტის სამი მთავარი მიზანი დაასახელა.

„პირველი, მშვიდობა, რომელიც სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით იწყება. ეს არის წინადადება, რომელსაც ჩვენ აშშ-თან ერთად ვამუშავებთ. უკრაინამ ის 11 მარტს მიიღო. თუმცა, რუსეთი დროს აჭიანურებს და წინაპირობებს აყენებს. თუ მოსკოვი კვლავ გააგრძელებს დაბრკოლებების შექმნას, ჩვენ გავაძლიერებთ ზეწოლას, აშშ-თან მჭიდრო კოორდინაციით. მეორე, სუვერენიტეტი - სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდეს. და ბოლოს, მომავალი - უკრაინა იბრძვის თავისი ხალხისთვის და ასევე, იმ ევროპული იდეისთვის, რომლისაც ჩვენ გვჯერა. თავისუფალი, ძლიერი, აყვავებული და ევროპული უკრაინა ჩვენი მიზანია“, - აღნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდნენ, სადაც „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ