პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თუ ინდოეთი ესკალაციას შეწყვეტს, მაშინ ჩვენც გავჩერდებით

თუ ინდოეთი ესკალაციას შეწყვეტს, მაშინ ჩვენც გავჩერდებით, - ამის შესახებ პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იშაქ დარმა განაცხადა.

„თუ იოტისოდენა საღი აზრი მაინც არსებობს, ინდოეთი გაჩერდება და თუ ისინი გაჩერდებიან, მაშინ ჩვენს იმავეს გავაკეთებთ“, - განაცხადა იშაქ დარმა.

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ „ახლა ბურთი ინდოეთის მოედანზეა“.

„ჩვენ მშვიდობა ნამდვილად გვსურს, რომელიმე ერთი ქვეყნის ჰეგემონიის გარეშე“, - აღნიშნა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, პაკისტანის თავდაცვის მინისტრის, ხავაჯა ასიფის განცხადებით, ქვეყნის ბირთვული არსენალის ზედამხედველობის ორგანოს ეროვნული სარდლობის სხდომა დაგეგმილი არ არის.

„ეროვნული სარდლობის სხდომა არ გამართულა და მსგავსი შეხვედრა დაგეგმილიც არ არის“, - განაცხადა პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს