პაკისტანის პრემიერ-მინისტრი - პაკისტანმა ინდოეთს სათანადო პასუხი გასცა

პაკისტანმა ინდოეთს სათანადო პასუხი გასცა, - ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა.

„დღეს ჩვენ ინდოეთს სათანადო პასუხი გავეცით და უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო შური ვიძიეთ“, - განაცხადა შეჰბაზ შარიფმა.

მისი თქმით, პაკისტანმა საპასუხო მოქმედებებისას „უაღრესად დიდი თავშეკავება“ გამოიჩინა.

შეგახსენებთ, დღეს პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და ინდოეთში სამხედრო ბაზებს დაარტყა. პაკისტანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, სამხედრო ოპერაცია რამდენიმე საათით ადრე ინდოეთის მიერ ქვეყნის სამხედრო საჰაერო ბაზებზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებზე პასუხს წარმოადგენდა.

პაკისტანის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბოლო 12 საათის განმავლობაში ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილში 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პაკისტანის იერიშების შედეგად, ქაშმირის რაიონული განვითარების კომისარი, რაჯ კუმარ თაპა დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს