ნიკა მელია - პირადად მე ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და საჯაროდაც ბევრი ითქმება, ოღონდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ - ახლა ის პოლიტპატიმარია, მის მხარდამჭერს კი აქვს უფლება, ეს გააპროტესტოს

პირადად მე ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება, რა და როგორ მოხდა 2021 -2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ - ახლა ის პოლიტიკური პატიმარია, მის მხარდამჭერს კი აქვს უფლება ეს გააპროტესტოს, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია „ფეისბუქზე“ წერს.

ნიკა მელია 9 მაისს ჩატარებულ აქციას ეხმაურება და ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„მნიშვნელოვანია შევთანხმდეთ არა პოლიტიკურ გემოვნებაზე, არამედ თამაშის წესებზე. მძიმე იყო გუშინდელ დღეს იმის ნახვა, როგორ ართმევენ აქციის მონაწილეს მისი პოლიტიკური გემოვნების ამსახველ ბანერს, იმავე აქციის სხვა მონაწილეები.

იგივე წარმატებით მათ რომ წაართვან მეგაფონი ერთი ნებისმიერი შეძახილისთვის, რომელიც შესაძლოა ვინმეს პოლიტიკურ გემოვნებას არ შეესაბამებოდეს, ხომ იქნება მავნებლობა? მითუმეტეს როდესაც წარმოადგენ ჯგუფს, რომელიც თითქოს სიახლის ამბიციით შემოდის პოლიტიკაში.

პირადად მე ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული პრეტენზია მაქვს სააკაშვილთან, მანაც იცის ეს და თავის დროზე საჯაროდაც ბევრი ითქმება რა და

როგორ მოხდა 2021 -2022 წლებში, ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ მისი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ; ახლა ის პოლიტიკური პატიმარია, მის მხარდამჭერს კი აქვს უფლება ეს გააპროტესტოს.

როდესაც ერთობაზე ვსაუბრობთ - უნდა გვესმოდეს, განსხვავებულთა ერთობაშია ჩვენი ძალა და ამ პროცესში და პროტესტში, რამეს თუ გაფრთხილება სჭირდება, სწორედ ესაა“,- წერს ნიკა მელია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია