დიმიტრი მედვედევი - მაკრონი, მერცი, სტარმერი და ტუსკი კიევში მშვიდობის საკითხის განხილვას აპირებდნენ, ნაცვლად ამისა, რუსეთს ემუქრებიან - ეს სამშვიდობო გეგმები უკან გაიკეთეთ

მაკრონი, მერცი, სტარმერი და ტუსკი კიევში მშვიდობის საკითხის განხილვას აპირებდნენ, ნაცვლად ამისა, რუსეთს ემუქრებიან - ეს სამშვიდობო გეგმები უკან გაიკეთეთ, - ასე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინაში გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების ვიზიტს.

„მაკრონი, მერცი, სტარმერი და ტუსკი კიევში მშვიდობის საკითხის განხილვას აპირებდნენ. ნაცვლად ამისა, რუსეთს ემუქრებიან, ან ზავი, რათა ბანდერას ურდოებს შესვენება მიეცეთ, ან ახალი სანქციებიო. თქვენი აზრით, ეს გონივრულია, არა? ეს სამშვიდობო გეგმები პანგენდერულ უკანალში გაიკეთეთ“, - წერს მედვედევი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში იმყოფებიან. კიევში ვიზიტის ფარგლებში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართა, ხოლო შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს