„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები სამეგრელოში ადგილობრივ მოსახლეობას, საპროტესტო საზოგადოების წარმომადგენლებს და კოალიციის მხარდამჭერებს ხვდებიან

„ლელო-ძლიერი საქართველო“ საქართველოს რეგიონებში, ქალაქებსა და სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. რეგიონული კამპანიის მთავარი მიზანი და ამოცანა - რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებთან მჭიდრო კოორდინაციაა,- ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო - ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას „ლელო - ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე ხვდებიან.

„დღეს წალენჯიხაში ჩვენი კოალიციის მხარდამჭერ, საპროტესტო საზოგადოებას შევხვდი - ძალიან მაგარ, მებრძოლ ადამიანებს, სამეგრელოს ყველა რაიონიდან.

ყოველდღე სამეგრელო იბრძვის ცვლილებებისთვის - დგას ქუჩაში და აძლიერებს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მუხტს. მიხარია, რომ ჩვენს კოალიციას ამ მხარეშიც დიდი მატება აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით გავაგრძელებთ ბრძოლას ახალი არჩევნებისთვის და პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის!“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მათივე ინფორმაციით, რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას აქტიურად განიხილება მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლების საკითხი.

„შეხვედრებზე მთავარი განსახილველი თემა, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი, საპროტესტო აქციები, არაღიარებული ხელისუფლების რუსული პოლიტიკა, სტრატეგიული, გეოპოლიტიკური ვექტორის შეცვლა და ივანიშვილის მხრიდან ქვეყნის ღალატია.

რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებ მოქალაქეებს სჭირდებათ დეტალური და პირდაპირი ინფორმაცია თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და რეგიონებში პროტესტის კერების გაფართოების შესახებ.

რეგიონებში მთავარ თემად განიხილება პოლიტპატიმრების საკითხი, ჩასატარებელი სამუშაოები შინ და გარეთ და ზეწოლა, რათა რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის პოლიტიკურ ლიდერებთან კოორდინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პროტესტში ჩართულობის და ერთობლივი ბრძოლის ეფექტურად წარმართვისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი