ვოლოდიმირ ზელენსკი - მოვითხოვთ, რომ რუსეთი 30-დღიან სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, რომელიც 12 მაისიდან დაიწყება

მოვითხოვთ, რომ რუსეთი 30-დღიან სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, რომელიც 12 მაისიდან დაიწყება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„შევთანხმდით, რომ სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ორშაბათიდან, 12 მაისიდან ამოქმედდეს, სულ მცირე, 30 დღით. ჩვენ ამას რუსეთისგან ერთად მოვითხოვთ და ვიცით, რომ აშშ მხარს გვიჭერს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ ევროპა და აშშ კოორდინირებულად მასშტაბურ სანქციებს დააწესებენ.

„30-ზე მეტი ქვეყანა მოითხოვს, რომ 12-დან დაიწყოს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, ყოველგვარი პირობების გარეშე. მონიტორინგს ძირითადად ამერიკელები განახორციელებენ, მაგრამ მონაწილეობას ყველა მიიღებს. ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ შევთანხმდით, რომ მასშტაბური სანქციები იქნება. სანქციები ევროპელებსა და ამერიკელებს შორის კოორდინირებულად იქნება მომზადებული“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს