ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა

ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, - ამის შესახებ განცხადებას ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„პაკისტანის სამხედრო ოპერაციების გენერალურმა დირექტორმა დღეს, 15:35 საათზე, ინდოეთის სამხედრო ოპერაციების გენერალურ დირექტორს დაურეკა. შეთანხმდნენ, რომ ორივე მხარე შეწყვეტდა ყველა სახის საბრძოლო მოქმედებას ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე დღეს, ინდოეთის სტანდარტული დროით 17:00 საათიდან (თბილისის დროით 15:30 საათი)“, - განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ვიკრამ მისრიმ.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ცნობით, პაკისტანისა და ინდოეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან ერთად იყო ჩართული.

„მხარეები შეთანხმდნენ, რომ სხვადასხვა საკითხების შესახებ მოლაპარაკებებს ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაიწყებენ“, - დაწერა მარკო რუბიომ X-ზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს