სტარმერი და მაკრონი უარყოფენ პუტინის მოთხოვნას, რომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის უკრაინისთვის სამხედრო დახმარება შეწყდეს

სტარმერი და მაკრონი უარყოფენ პუტინის მოთხოვნას, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის შეწყდეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში “მსურველთა კოალიციის” შეხვედრაზე განაცხადეს, რომელმაც ონლაინ და ოფლაინ 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი შეკრიბა.

„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოწია. ხოლო ჩვენ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოვითხოვთ. უარვყოფთ დამატებით პირობებზე ნებისმიერ წინადადებებს.

საუბარია მიწაზე, ზღვაში, ცაში ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე. ეს ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს გაგრძელების შესაძლებლობით, მონიტორინგის შესაძლებლობით, კონტროლის ხაზის გარშემო ძალების დაშორების შესაძლებლობით. იმათი დახმარებით, ვისაც კოალიციასთან შეერთება სურს, ეს გაკეთდება“, - განაცხადა სტარმერმა.

პუტინის პირობები ასევე უარყო საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც.

„სრულიად უარვყოფთ რაიმე დათმობების ნებისმიერ შესაძლებლობას. ხაზს ვუსვამთ: არავითარი წინასწარი პირობები იარაღის მიწოდების შეწყვეტაზე ან რამე სხვა მომენტებზე. არავითარი. მკაფიო უნდა იყოს: თუ რუსეთი არ დათანხმდება, ის დამატებითი სანქციებისა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების შედეგების წინაშე დადგება“, - განაცხადა მაკრონმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს