პაატა მანჯგალაძე - ჩვენ არ ვიბრძვით ევროპისთვის, ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის და ევროპა არის გზა დაცულობის, განვითარებისა და სიმშვიდისკენ

ჩვენ არ ვიბრძვით ევროპისთვის, ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ცდილობს, ევროპა და ევროპული დროშები საქართველოში ანტიქართულ სიმბოლოდ გაასაღოს.

"ქოც-რუსული“ პროპაგანდა საქართველოსთან ბრძოლას არ წყვეტს. ის ცდილობს, ევროპა და ევროპული დროშები საქართველოში ანტიქართულ სიმბოლოდ გაასაღოს. გვიმტკიცებს, თითქოს თავისუფლება უცხოა, თითქოს ევროპული, ქრისტიანული იდენტობა მიუღებელი და მხოლოდ ხალხის ძარცვა, შიში და მონობაა ჩვენი „ტრადიცია". ჩვენ არ ვიბრძვით ევროპისთვის, ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის! საქართველოსთვის, სადაც კანონი იცავს ხალხს და არა ივანიშვილის ბანდას; ოცნებები აღარ იმსხვრევა ემიგრაციის ბილეთებად და თავისუფლება, ღირსება, რწმენა და სამშობლო ერთმანეთს არ ებრძვის, არამედ ერთმანეთს ამაგრებს! ევროპა ჩვენი მიზანი კი არ არის, ის არის გზა დაცულობისკენ, განვითარებისა და სიმშვიდისკენ. ეს არის ჩვენი მიზანი – ასეთ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. ახლა ვეკითხები მათ, ვინც დღეს ცდილობს ქვეყანა გათიშოს, ხალხი დააშინოს და ძალით ებღაუჭება ძალაუფლებას: თქვენ რისთვის იბრძვით, გარდა ივანიშვილის და ხალხის ძარცვის უფლებისა? საქართველოსთვის რუსული ჭაობის გარდა, რა მომავალი გაქვთ შეთავაზებული?!", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს