დიმიტრი პესკოვი - უკრაინასთან მოლაპარაკებების მიზნები კონფლიქტის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა და რუსეთის ინტერესების უზრუნველყოფაა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკებების მიზნები კონფლიქტის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა და რუსეთის ინტერესების უზრუნველყოფაა.

„მოლაპარაკებების მიზნები ნათელია - კონფლიქტის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა. ასევე რუსეთის ფედერაციის ინტერესების უზრუნველყოფა“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, ვლადიმერ პუტინის წინადადება, უკრაინასთან მოლაპარაკებების შესახებ, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პოვნის სურვილზე მიუთითებს.

„ეს ძალიან სერიოზული წინადადებაა, რომელიც ადასტურებს მშვიდობიანი გადაწყვეტის პოვნის რეალურ განზრახვას“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა წუხელ უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე 15 მაისს, სტამბოლში უნდა დაიწყოს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს