ზურაბ ცეცხლაძე - აშშ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტპატიმრები ციხეებიდან გათავისუფლდნენ

აშშ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტპატიმრები ციხეებიდან გათავისუფლდნენ, - ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ „ინტერპრესნიუსს“ საპროტესტო აქციაზე განუცხადა.

ზურაბ ცეცხლაძე აშშ-ს სთხოვს, „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ სწრაფად დაწესდეს სანქციები.

აქციის მონაწილეები აშშ-ს საელჩოს შენობის მიმართულებით აქცია-მსვლელობას გეგმავენ, სადაც სურთ ამერიკის ელჩს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადონ.

„ერთადერთი, რაც მინდა ვთხოვო აშშ-ს, რაც შეიძლება მეტი, სწრაფი და ფართო მასშტაბის სანქცია დააწესონ ოლიგარქზე, ოლიგარქის ოჯახის წევრებზე, ოლიგარქის ბიზნეს პარტნიორებზე, ოლიგარქის მიერ დანიშნულ თანამდებობის პირებზე. სადაც ოლიგარქის საცეცები ვრცელდება, სწრაფად გაავრცელონ სანქციები, ვიდრე ამ ქვეყანას რუსეთის მიმართულებით წაყვანის თვალსაზრისით სერიოზული პრობლემა შეექმნება“,- განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

მისი განმარტებით, საქართველოს მოქალაქეები ძალიან მადლიერი არიან ამერიკის.

„როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა, ყველაზე ძლიერი ქვეყანა გვერდში დაგვიდგა და ფაქტობრივად, ყველა პრობლემიდან გამოგვიყვანა, მისი კალთა გადაგვაფარა, უსაფრთხოება, ევროკავშირი შემოგვთავაზა, ჩვენთან სტრატეგიული ურთიერთობა დაამყარა, პროგრამები დააფინანსა, ჭაობიდან ამოგვიყვანა, განვითარების გზაზე დაგვაყენა. 2008 წლის ომში მხარდაჭერა გამოგვიცხადა. ასეთი დახმარება არცერთ ეპოქაში, არავისგან მიგვიღია. ამიტომ, ამას დაფასება სჭირდება. გვინდა საელჩოსთან მივიდეთ და მადლობა ვუთხრათ. ვუთხრათ, რომ ძალიან მადლიერია ქართველი ერი, რომ დღეს ისევ ელოდება მათგან დახმარებას და რომ არ დაუშვებს რუსეთში წასვლას“,- განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

მან ამერიკის შეერთებულ შტატებს „მეგობარი აქტისთვის“ მადლობა გადაუხადა.

„რაც შეეხება „მეგობარ აქტს“, ეს არის ჩვენი გადარჩენის აქტი, რომ ქვეყანა არ წაათრიონ რუსეთის დამპალ იმპერიაში. ყველაზე ძლიერი, ყველაზე სისტემური, კანონიერი „მეგობარი აქტი“, რომელმაც უნდა გვიშველოს. ამისთვის ძალიან მადლიერი ვართ. ამ მადლიერების გამოსახატად მივდივართ საელჩოსთან“,- განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო