ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვის შესახებ წინადადება განიხილა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარში უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვის შესახებ წინადადება განიხილა, - ინფორმაციას რუსული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მიესალმება პუტინის განცხადებას რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების სტამბოლში გაგრძელების აუცილებლობის შესახებ, იმ ადგილიდან, სადაც მოლაპარაკებები შეწყდა და რომ თურქეთი მზადაა მიიღოს მოლაპარაკებები, რომლებიც კონფლიქტის მუდმივ მოგვარებამდე მიგვიყვანს“, - აცხადებენ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, ერდოღანი მიიჩნევს, რომ გაიხსნა შესაძლებლობის ფანჯარა მშვიდობის მისაღწევად და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა დიალოგისთვის აუცილებელ ატმოსფეროს შექმნის.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება