“ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერები ბათუმში კოალიციის წევრებსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ

“ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერები ბათუმში კოალიციის წევრებსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ.

„ძლიერი საქართველოს“ ცნობით, კოალიცია საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონული კამპანიის მიზანი და ამოცანა ადგილზე მცხოვრებ მოქალაქეებთან მჭიდრო კოორდინაციაა.

„მოსახლეობისგან დაცლილი რეგიონები, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი, საპროტესტო აქციები, “ქართული ოცნების” რუსული პოლიტიკა, სტრატეგიული, გეოპოლიტიკური ვექტორის შეცვლა - ეს არის შეხვედრებზე მთავარი განსახილველი თემა. შეხვედრისას ასევე მთავარ თემად განიხილება პოლიტპატიმრების საკითხი, ჩასატარებელი სამუშაოები შინ და გარეთ. ასევე, ზეწოლა, რომ რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები. “ლელო-ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე ხვდებიან, როგორც „ძლიერი საქართველოს" მხარდამჭერებს და აქტივს, ისე ოპოზიციურად განწყობილ ადგილობრივ მოსახლეობას“, - აღნიშნულია კოალიციის ინფორმაციაში.

ამასთან კოალიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე ახალ არჩევნებს და კოალიციურ მთავრობას არ ჩამოაყალიბებენ.

"დღეს ბათუმში ვართ, ერთ დროს ჩვენს სავიზიტო ბარათად წოდებულ ქალაქში, რომელსაც რუსულმა ოცნებამ ურბანული კატასტროფა მოუწყო. მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, ეს კიდევ ერთი მიზეზია, ქვეყნის მმართველობიდან არალეგიტიმური რუსული ხელისუფლების ჩამოსაშორებლად. ყველაფერი რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს, განვიხილეთ დღეს, მზია ამაღლობელის მშობლიურ ბათუმში და შევთანხმდით, რომ მზიას და სხვა პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა პლატფორმიდან, როგორც საერთაშორისო ტრიბუნიდან, ისე ქუჩიდან! არ გავჩერდებით, სანამ არ მივაღწევთ ახალ არჩევნებს და ეროვნული ძალებისგან შემდგარ კოალიციურ მთავრობას ამ ქვეყანაში!", - განაცხადა ხაზარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი