ანდრეი ერმაკი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პუტინის წინადადებაზე - ჯერ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ ყველაფერი დანარჩენი

თუ რუსეთს ომის დასრულების მზადყოფნის დემონსტრირება სურს, ის ჯერ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე უნდა დათანხმდეს, შემდეგ კი სხვა საკითხებზე გადავიდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ წერს.

„ჯერ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. რუსეთმა არ უნდა შენიღბოს ომის გაგრძელების სურვილი ვერბალური კონსტრუქციებით“, - წერს ერმაკი.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ომის დასრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია და დაადასტურებს რუსეთის მზადყოფნას, შეწყვიტოს მკვლელობები.

შეგახსენებთ, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა მოხდეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი კიევს 15 მაისს, სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს